Vineyard Hotel & Winery

Vineyard Hotel & Winery – სახლში დაფუძნებული სასტუმროა, რომელიც 2018 წლიდან ფუნქციონირებს თელავის რაიონ სოფელ ნაფარეულში. სასტუმრო 11 ნომრისგან შედგენა, სადაც 29 პერსონის განთავსებაა შესაძლებელი. ბუნებასთან შერწყმული სივრცე ჰარმონიასთან და სიმშვიდესთან ასოცირდება, რასაც ყველა სტუმარი ერთხმად აღნიშნავს.

დროთა განმავლობაში ულამაზეს გარემოს ღია და დახურული აუზი, რესტორანი, საბილიარდო და ტენისი შეემატა, დამფუძნებლები კი მომხმარებლების სიახლეებით გაოცებას დღემდე აგრძელებენ.

სასტუმროს განსაკუთრებულს ხდის ინტერიერი და ექსტერიერი, რომლის მოწყობაშიც ოჯახი თავად იყო ჩართული და ერთობლივად გაალამაზეს თითოეული კუთხე.

რაც შეეხება ნომრებს, ერთმანეთისგან მხოლოდ რაოდენობითა და ხედებით განსხვავდება. არის ორი, სამი და ოთხ ადგილიანი ოთახები. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მიუხედავად ოთახის ხედებს შორის განსხვავებისა ფასი არ იცვლება და სტუმარს ფასის გამო არ უწევს უარი თქვას დატკბეს საოცარი ხედით.როგორც უკვე აღვნიშნეთ, სასტუმროს ადმინისტრაცია მუდამ ზრუნავს დამსვენებლებისთვის მყუდრო გარემოს შექმნაზე და ამჯერად სამომავლოდ ტერასის მოწყობა იგეგმება, რასაც უამრავი სიახლე და გასაოცარი სიურპრიზებიც მოჰყვება.

მისამართი : სოფელი ართანა, თელავი

Cart

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.