About Us

ვინ ვართ ჩვენ

ჰოლდინგი Business Media Management შეიქმნა 2014 წელს და აერთიანებს რამდენიმე ბიზნეს მიმართულებას.

2022 წელს ჰოლდინგის ფარგლებში შეიქმნა “წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაცია” (SGBA)

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაცია (SGBA)  არის პირველი უნიკალური სივრცე საქართველოში, რომელიც აერთიანებს ქართულ ბიზნესებს, სტარტაპებსა და დარგობრივ ბიზნესს ასოციაციებს, ერთ სივრცეში.

  მიზანი 

1000 წარმატებული ქართული ბიზნესის გაერთიანება, გაყიდვების ზრდაში დახმარება (საცალო და დახურული B2B სისტემა) მათი მედია მხარდაჭერა, დასაქმების პორტალის   და ერთანი სპეციალური საკომუნიკაციო სივრცეების შექმნა.

1 მილიონი მომხმარებლის გაერთიანება  (პარტნიორი ბიზენს კომპანიების თანამშრომლები, საჯარო სამსახურში დასაქმებულები, სტუდენტები, მასწავლებლები, სხვადასხვა სფეროს წამომადგენლები  და არარეზიდენტები/ტურისტები)

ამჟამად ასოციაცია აერთაინებს 500-მდე კომპანიას (თუმცა ყოველდღიურად ხდება ბიზნესების გაერთიანება ასოციაციაში) და წარმოადგენს, ერთ-ერთ დიდ ბიზნეს ასოციაციას.

ჩვენი პარტნიორი კომპანიების ჩამონათვალი შეგიძლიათ ნახოთ-

https://geobusinessnews.com/category/asociaciis-partniorebi/

SGBA  შექმნა  პირველი დახურული, B2B სისტემა საქართველოში, სადაც ასოციაციის წევრ ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, მარტივი  კომუნიკაცია დაამყარონ ერთმანეთთან და აწარმოონ ბიზნეს მოლაპარაკებები.

SGBA ასოციაციის  გეგმებია ბიზნეს კონფერენციებისა და ბიზნეს გამოფენების მოწყობა, ყველა ბიზნესის ერთ სივრცეში მოქცევა და მათი კოორდინაცია, რაც ხელს შეუწყობს მეწარმეების მარტივ კომუნიკაციას ერთმანეთთან, ბიზნეს სიახლეებისა და ტენდენციების გაცნობას და სხვა.

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაცია (SGBA)- წევრი კომპანიების გაყიდვების გაზრდის მიზნით ბაზარზე შემოტანა ორი პლატფორმა,  https://successcard.ge/ და https://touristcardgeorgia.com/

Cart

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.