ვილა პარკ გორი არის სივრცე, რომელიც მორგებულია ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების ადამიანებზე, მრავალფეროვანი და ინდივიდუალური შეთავაზებებითა და სერვისებით. რესტორანი ვილა პარკი გორის გამორჩეული რესტორანია, რომელიც სტუმრების ყურადღებას თანამედროვე დიზაინითა და დახვეწილი ინტერიერით იქცევს. აღსანიშნავია, რომ ინტერიერი დამფუძნებლების გემოვნებით არის შერჩეული.
ვილა პარკ გორი მრავალფუნქციური ტიპის რესტორანია, სადაც უგემრიელს სამზარეულოსთან ერთად ფუნქციონირებს ბიზნეს ფორუმებისთვის და პრეზენტაციებისთვის განკუთვნილი დარბაზები. ფუნქციონირებს VIP კუპეც, სადაც დამკვეთის ნებისმიერი სურვილი და მოთხოვნა გათვალისწინებულია. სასიამოვნო და განსატვირთი სივრცეების გარდა, რესტორანს აქვს გარე-აუზი და ვერანდა, რომლითაც მომხმარებლები მუდამ კმაყოფილები რჩებიან.
ვილა პარკ გორის გამორჩეული ინტერიერ-ექსტერიერის გარდა, არის განსხვავებული მენიუ. სამზარეულოს გუნდი დატვირთულია სპეციალისტებითა და მაღალი კლასის შეფ-მზარეულით, რომელიც პასუხისმგებელია კერძების ხარისხზე. გამორჩეულ საფირმო კერძებად ღორის სუკი კარამელიზირებული კომშით, გამომცხვარი საქონლის ნეკნი წითელ ღვინოში-გამომცხვარი პიურით სახელდება და არ უნდა დავივიწყოთ განთქმული და გემრიელი გორული კატლეტი. შესაძლებელია რესტორნის უგემრიელესი კერძების დაგემოვნება საკურიერო სერვისის დახმარებით გორის მასშტაბით, ნებისმიერ ადგილზე.
რესტორანი ასევე აქტიურობს სოციალურ ქსელში, ინსტაგრამისა და Facebook პლატფორმებზე და დაინტერესებულ პირებს ნებისმიერ შეკითხვაზე პასუხობს.
ვილა პარკ გორი არის ლოკაცია, რომელსაც აუცილებლად უნდა ესტუმროთ. რთულია პირველი ვიზიტის შემდეგ დაბრუნების სურვილი არ გაგიჩნდეთ…