უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO

უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO  წამყვანი საგანმანათლებლო ცენტრია, რომელსაც 50-ზე მეტი კურსი აქვს ყველა წამყვან დარგში. UNIKO-ს 23 წლიანი გამოცდილება აქვს საგანმანათლებლო სფეროში და ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება. სასწავლო ცენტრს დღემდე  11 542 გადამზადებული ადამიანი, 5 814 სტაჟირებული და 2 632 დასაქმებული ჰყავს.

სტუდენთა მოსამზადებლად უნივერსალური ცოდნის აკადემია იყენებს ინოვაციურ მეთოდებს, რაც გულისხმობს ეფექტურ თეორიულ სასწავლო პროგრამას და პრაქტიკულ სტაჟირებას საქართველოს წამყვან კომპანიებში.  აკადემიის მუდმივ წარმატებას ხელს უწყობს უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები, მეცნიერებათა დოქტორები და პროფესორები. გაიცემა ორ ენოვანი, ქართულ-ინგლისური საერთაშორისო სერთიფიკატი. თითოეული კურსის ღირებულება და გრაფიკი ხელმისაწვდომია ნებისმიერი მსმენელისთვის.

ამჟამად აკადემიას  6 ფილიალი აქვს 5 დიდ ქალაქში : თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, თელავი, რუსთავი.

Cart

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.