Park Resort Tskaltubo – არის ბალნეოლოგიური კურორტი, რომელიც მდებარეობის ქალაქის ცენტრაულ ნაწილში, უშუალოდ პარკის ტერიტორიაზე.
კომპლექსის მთავარი მიზანი, როგორც ადგილობრივი ასევე სამედიცინო ტურიზმის განვითარებაა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მაშტაბური ინვესიციური პროექტი რეგიონში, რომელიც ხელს უწყობს საერთაშორისო ბაზარზე პოზიციონირებას, როგორც უნიკალური , ბუნებრივი რესურსების მქონე კურორტი.
კომპლექსის სრული რებრენდინგი 2019 წელს განხორციელდა, როდესაც სასტუმროს შეემატა ქართულ – ევროპული რესტორანი „მაგნოლია“.
“Park Resort Tskaltubo – ს სახით გვინდოდა შეგვექმნა სივრცე სადაც სტუმრებს შეეძლოთ იდეალურად შეეთავსებინათ ერთმანეთთან, მეთოდოლოგიური მკურნალობა, გამაჯანსაღებელი სპა პროცედურები , სილამაზეზე ზრუნვა და დასვენება ყველაზე მწვანე ქალაქში, ბუნებასთან ახლოს , წყნარ და სასიამოვნო გარემოში.
ჩვენი პროფესიონალი, გამოცდილი სამედიცინო პერსონალის გუნდი იზრუნებს თითეული სტუმრის როგორც ჯანმრთელობაზე ასევე მათ კარგ განწყობაზე მთელი წლის განმავლობაში.
დილის გამომხნევებელი სეირნობა ცენტრალური პარკის 71 ჰექტარზე გადაჭიმულ პარკში , შემდეგ გამაჯანსაღებელი , სამკურნალო, სამედიცინო პროცედურებით ჩვენს ბალნეოლოგიურ ცენტრ „Be Healthy” – ში , ხოლო საღამო , ცოცხალი მუსიკის ფონზე ჩვენს ქართულ ევროპულ რესტორანში „მაგნოლია“-ში განუმეორებელსა და დაუვიწყარს გახდის თქვენს ვიზიტს წყალტუბოში.” – Park Resort Tskaltubo