კომპანია ნოვა ბაზარზე 2006 წელს გამოჩნდა.
საწყის ეტაპზე, ხუთი მეგობრის მიერ შექმნილი კომპანიის საქმიანობის სფეროს სამშენებლო მასალების იმპორტი და რეალიზაცია წარმოადგენდა.
სამშენებლო და სარემონტო მასალების წარმოება
2011 წლიდან ნოვამ საკუთარი საწარმოო ხაზი გახსნა, რომლის მოდერნიზაცია და გაფართოვებაც დღემდე გრძელდება. კომპანია უკვე 300-ზე მეტი დასახელების პროდუქტს აწარმოებს, მათ შორისაა: პოლიეთილენის ავზები, სახურავის მასალები, თაბაშირ-მუყაოს და მეტალოპლასტმასის პროფილები, წყლის ბარიერები, სხვადასხვა აქსესუარები და ა.შ.
ნოვა საქართველოში ექსკლუზიურად წარმოადგენს ისეთ ბრენდებს, როგორიცაა:
NIPPON PAINT-ის ჯგუფი – BETEK, FAWORI;
SAINT GOBAIN-ის ჯგუფი – IZOCAM, RIGIPS;
INGCO;
BIEN.
სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტი
ნოვა წლების განმავლობაში ქართულ ბაზარზე ცნობილი იყო, როგორც სამშენებლო მასალების ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი და იმპორტიორი, 2020 წლიდან კი საცალო მიმართულებით თბილისსა და ბათუმში სამშენებლო მასალების ორი მეგაცენტრი გაიხსნა.
მეგაცენტრებში 40 000-მდე დასახელების პროდუქტია წარმოდგენილი.
კომპანიაში 750-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, წარმატებული ბიზნესის მშენებლობის პროცესი, არა მარტო მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდას, არამედ თანამშრომელთა სტიმულირებასა და პროფესიულ ზრდასაც ითვალისწინებს.
ნოვას მეგაცენტრები უკვე განთავსებულია 6 ქალაქში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, გორში, თელავსა და მარნეულში.
სამშენებლო მასალების ონლაინ მაღაზია
2021 წელს კომპანიამ მიზნად საუკეთესო ონლაინ მაღაზიის შექმნა დაისახა.
ნოვა არის ISO 9001:2015 სერტიფიკატის მფლობელი.