შესაძლოა, ბევრმა არც კი იცოდეს, რომ 2022 წლის დასაწყისში პირველი ტექნოლოგიური სასტუმრო „ეპიზოდი“ გაიხსნა. ის გამოირჩევა არქიტექტორული და დიზაინრული კუთხით, რომელიც დააპროქექტა გიორგი ხმალაძის გუნდმა.
სასტუმრო მოიცავს 118 ნომერს, სპორტულ დარბაზს საკონფერენციო და შეხვედრების ოთახებს , მწვანე სივრცე-ატრიუმს. სტუმრებს დახვდებათ Self-service- სივრცე, სადაც განთავსებულია კიოსკენი, რომლებიც სრულად უზრუნველყოფენ მომხმარებლისთვის Check in, Check out &reservation დავალებებს.
სასტუმრო გათვლილია ნომადებზე და ახალგზარდა პროფესიონალებზე, რომლებიც ეძებენ ახალ საინტერესო გამოცდილებას სტუმარ-მასპინძლობის სექტორში. ეს არის გარემო, სადაც თანამშრომლებს შეუძლიათ იმუშაონ მშვიდად, გაიცნონ საინტერესო ადამიანები და მიიღონ ინსპირაცია და დაეუფლონ ტექნოლოგიებს.
პანდემიის მიუხედავად ტურისტების რაოდენობას „სასტუმრო ეპიზოდი“ არ უშინდება და მათ სთავაზობს მაქსიმალურ კომფორტს. ამავდროულად ითვალისწინებს თითოეული ვიზიტორის სურვილს. მომხმარებლის სურვილი მარტივი მოგზაურობის მიმართ იზრდება და ზუსტად ამ სასტუმროში თქვენ იპოვით სიმარტივეს და ყველა იმ სურვილის შერწყმას, რომელსაც დასვენებისას ყველა იმსახურებს.