შატო ართვაინი ადგილია, სადაც გადაჭიმულია უკიდეგანო სივრცე, ვენახები და გარემო, რომელიც კულტურასა და ბუნებასთან გვაახლოებს და რომლის საშუალებითაც ყველა დადებითი ემოცია თქვენში ერთად ფეთქდება. აქ შეიგრძნობთ ყურძენში ჩაძირული მზის მადლს და, რა თქმა უნდა, კახური პურმარილის გემოს − უგემრიელეს კერძებს, დედას პურს, ყველს, მწვადს და, რაც მთავარია, ხელოვნებამდე აყვანილ ურთიერთობას.
სასტუმრო არის 4 ვარსკვლავიანი და მოიცავს 32 ნომერს.
თითოეული ნომერი კომფორტული და კეთილმოწყობილია ყველანაირი საჭირო აქსესუარით. აივნებიდან კი შესაძლებელია დატკბეთ კავკასიონის მთების და ვენახების ულამაზესი ხედებით.
სასტუმრო აერთიანებს:
– მარანს;
– რესტორანს და ტერასას ქართული ტრადიციული და ევროპული სამზაურელოს რჩეული კერძებით;
– ბარს უმაღლესი ხარისხის ღვინო და მრავალფეროვანი კოქტეილების არჩევანით;
– მაღალტექნოლოგიურად აღჭურვილ საკონფერენციო დარბაზს;
– ღია საცურაო აუზს;
– საუნას და სხვა სარელაქცაციო და გასართობ სივრცეებს.
ადგილზე იწარმოება უნიკალური ღვინო „შატო ართ ვაინი“, რომელიც ექსკლუზიურად სასტუმროს დამსვენებლებისთვისაა ხელმისაწვდომი. სასტუმროს ტერიტორიაზეა მდებარეობს მარანი, რომელიც იდეალურია მრავალფეროვანი მასტერკლასებისა თუ ღვინის დეგუსტაციისთვის. მარანში შესაძლოა 40 სტუმარზე გათვლილი გალა ვახშმების და სხვა ღონისძიებების ჩატარება.
„შატო ართ ვაინი“-ს მთავარი მიზანი სტუმარ-მასპინძლობის მაღალი სტანდარტებისა და ქართული ტრადიციების დაცვაა.