ეკო სოფელი ტყეში, ველურ ბუნებაში, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე მდებარეობს. ადგილზე განთავსებულია 10 ულამაზესი ეკო კოტეჯი, სადაც ერთდროულად შესაძლებელია 30 დამსვენებლის განთავსება. ეკოლოგიურად სუფთა სოფელი,
საუკეთესო გამოსავალია ბუნების წიაღში განსატვირთად. ეს არის ადგილი, სადაც თქვენს თვალწინ იშლება ნინოსხევის ულამაზესი ხედები და აღმოჩნდებით წიფლისა და რცხილას ტყეში, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ მოეპოვება.