Tiffany Bar and Terrace Tbilisi

ტიფანი ბარის დახვეწილი, გემოვნებიანი გარემო ნამდვილად მოახდენს თქვენზე დიდ შთაბეჭდილებას. უგემრიელესი მენიუ, განსხვავებული დესერტები შექმნილი შეფ მზარეულის მიერ, სპეციალური კოქტეილები და ექსკლუზიური წვეულებები კი შექმნილ შთაბეჭდილებას ნამდვილად გაამყარებს. ცოცხალი მუსიკა ტიფანიში ხუთშაბათიდან კვირის ჩათვლით ჟღერს.

„ტიფანი ტერასა“ არის ადგილი, რომელსაც აუცილებლად უნდა ეწვიოთ. მასში გაერთიანებული ელეგანტური დიზაინი, კომფორტი და მაღალი კლასის მომსახურება.  ტიფანი ტერასა შესანიშნავი ადგილია რომ სრულყოფილად დაისვენოთ, განიტვირთოთ თქვენი ყოველდღიური საქმიანობისაგან ან უბრალოდ გაატაროთ შესანიშნავი დრო.

ტიფანი ბარი და ტიფანი ტერასა 2018 წლის იანვარში ცნობილი ფრანგული გზამკვლევის Gault@Millau-ს რჩეული რესტორანი გახდა საქართველოში.

მისამართი :  თბილისი, მტკვრის მარჯვენა სანაპირო, ბროსეს ქუჩის კუთხეში

Cart

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.