Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the woocommerce domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /home/sgba.ge/public_html/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the itfirm domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /home/sgba.ge/public_html/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: ფუნქცია _load_textdomain_just_in_time გამოძახებულია არასწორად. redux-framework დომენის თარგმანის ჩატვირთვა ძალიან ადრე დაიწყო. ეს, როგორც წესი, არის ინდიკატორი ზოგიერთი კოდის მოდულში ან თემაში, რომელიც ძალიან ადრე მუშაობს. თარგმანები უნდა ჩაიტვირთოს init მოქმედებაზე ან უფრო გვიან. გთხოვთ იხილოთ გამართვა WordPress-ში დამატებითი ინფორმაციისათვის. (ეს შეტყობინება გაიგზ in /home/sgba.ge/public_html/wp-includes/functions.php on line 6114
Jrw Welmond Hotel Spa Casino – SGBA

Jrw Welmond Hotel Spa Casino

“როდესაც დგები არჩევნის წინაშე, თუ სად გაატარო დაუვიწყარი დღეები პანორამული ხედითა და ხელმისაწვდომი ფასებით , რა თქმა უნდა ირჩევ ველმონდს”

უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველომ მოწინავე ადგილი დაიკავა ევროპული სტანდარტების შესაბამისი სასტუმროებით. მაღალი კონკურენციის ფონზეც კი,   სასტუმრო Jrw Welmond Hotel Spa Casino  ახერხებს იყოს გამორჩეული, ყველასათვის სასურველი და ბათუმის ერთგვარ სიმბოლოდაც კი იქცა.  2015 წლიდან დღემდე სასტუმრო “ველმონდი”  აოცებს  ყველა დამსვენებელს, ადგილობრივსა  თუ უცხოეულს, რაც გამოწვეულია სასტუმროს პერსონალის მაღალკვალიფიციურობითა და სერვისებით, რომელსაც “ველმონდი’ სთავაზობს დამსვენებელს. სასტუმროს სახელზე დადებითად მოქმედებს ის შეფასებები, რომელსაც დამსვენებლები უტოვებენ სხვადასხვა ცნობილ საიტზე კომენტარის სახით. სწორედ ამ  სერვისების გაუმჯობესებისკენ სწრაფვამ გადაატანინა პანდემიისგან გამოწვეული რთული ეკონომიკური სიტუაცია სასტუმრო “ველმონდსაც”.

სასტუმროს ადგილმდებარეობა “ველმონდის” პოპულარობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. სასტუმრო მდებარეობს სანაპირო ზოლთან ახლოს,  ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ავტომობილით 15 წუთის, ხოლო ავტოსადგურიდან ავტომობილით 10 წუთის სავალ მანძილზე.

სასტუმროში ყოველთვის მიმდინარეობს განახლება, სერვისების გაუმჯობესება და ვიზუალის კიდევ უფრო გალამაზება, თუმცა ცვლილებების მიუხედავად სასტუმრო ინარჩუნებს თავდაპირველ ავანგარდულ სტილს, რომელზეც თურქეთიდან მოწვეულმა სპეციალისტებმა განსაკუთრებულად იზრუნეს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ Jrw Welmond Hotel Spa Casino – ერთადერთი სასტუმროა ბათუმში, რომელიც დამსვენებლებს ვალე სერვისს სთავაზობს, რაც გულისმობს სრული კომფორტის შექმნას მათთვის.

როგორც Geobusinessnews-თან საუბრის დროს “ველმონდის”გაყიდვებისა და მარკეტინგის ხელმძღვანელმა ესმა აბაშიძემ  განაცხადა სასტუმრო გამორჩეულია ნომრების რაოდენობითაც:

“ ჩვენი სასტუმრო გამოირჩევა სასტუმროს ოთახების რაოდენობით. ჩვენ გვაქვს 194 ნომერი, რომელიც გთავაზობთ ულამაზეს ზღვისა და მთის ხედს. ოთახები აღჭურვილია ყველანაირი საჭირო ნივთით. გარდა ულამაზესი და კომფორტული ნომრებისა, სასტუმროში დაგხვდებათ სპა მომსახურება, თურქული ჰამამი, ფინური საუნა, ორთქლის ოთახი, შიდა დახურული საცურაო აუზი, სპორტ დარბაზი და ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამორინე ამიერკავკასიაში.”

ასევე, სასტუმროს ლობიში არის ტანსაცმლისა და აქსესუარების მაღაზია, სილამაზის სალონი, თანხის გადახურდავების ობიექტი, ბანკომატი, ჩასარიცხი აპარატი, ლობი ბარი, 24/7 რესეფშენი და ოთახში მომსახურების სერვისი.

ველმონდი, ცნობილია ბათუმელებისთვის საყვარელი Luna რესტორნით, რომელიც არა მხოლოდ სასტუმროს დამსვენებლებს, არამედ ნებისმიერ ადგილობრივსა და უცხოელ ტურისტს სთავაზობს მათ გემოვნებაზე მორგებულ განსხვავებულ და განსაკუთრებულ კერძებს. რესტორანში შეძლებთ დააგემოვნოთ თურქული, ევროპული და რა თქმა უნდა ქართული სამზარეულო.

“ველმონდს” კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის ხედი, რომელიც რესტორნის ტერასიდან იშლება.

აღსანიშნავია, რომ ტერასა  500-ზე მეტ სტუმარს იტევს.

სტატიის ავტორი : მარიამ დარბაიძე

Cart

No products in the cart.