Best web-ი ვებაპლიკაციების შემქმნელი ქართული კომპანიაა, რომელიც 2015 წელს შეიქმნა.

Best web-ი მომხმარებელს მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს. კომპანიის საქმიანობა თავდაპირველად მხოლოდ ვებდეველოპმენტით შემოიფარგლებოდა, ეტაპობრივად კი სხვადასხვა მომსახურება დაემატა, მათ შორის მობილური აპლიკაციების დეველოპმენტი, საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია, სეო ოპტიმიზაცია და სხვა.

კომპანიას აქვს დიჯითალ პაკეტები და ციფრული მარკეტინგი, სოციალური ქსელების მართვა, როგორიცაა facebook, Instagram, twitter.

Best Web 2020 წლიდან ქართულ კომპანიებთან ერთად, უცხოურ კომპანიებთანაც თანამშრომლობს. პარტნიორ კომპანიებს შორის megadoors, zodi, ნიუ ჰოსპიტალი, unicef არის. კომპანია ასევე, სამთავრობო და მუნიციპალურ პროექტებზეც მუშაობს. Best web-ს ასევე, ჰყავს პარტნიორები ლოჯისტიკის, საფინანსო და სამედიცინო მიმართულებითაც, რომელთა შორის არის გერმანული სასწრაფო-სამედიცინო სფეროში მოღვაწე კომპანია med-11.

მიუხედავად პანდემიისგან გამოწვეული სირთულეებისა, ამ ყოველივემ Best Web-ის მუშაობაზე დადებითად იმოქმედა, რადგან პანდემიამ მკვეთრად დაანახა ყველას თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ონლაინ სამყარო.

Best web-ი გამოიჩევა მაღალკვალიფიციური და პროფესიონალი კადრებით, რომლეიბიც წლებია ამ საქმეში აქტიურად მოღვაწეობენ.

Cart

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.