სურნელი, დახვეწილობა, სილამაზე, საჭიროება, ამ შტრიხების ერთობლიობა ქმნის ELMA-ს პროდუქტებს და ხდის მას განსაკუთრებულს. თითოეული პროდუქტის შექმნა შემოქმედებითი პროცესი და “ElMA”-ს გუნდის დაუღალავი შრომის შედეგია.

ყველაფერი დაიწყო კითხვით: რა სჭირდება ნებისმიერ ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებაში? რა არის ის, რაც ნებისმიერი ადამიანისთვის არის ხელმისაწვდომი? რა შეიძლება იყოს ის, რაც შენს ბუნებრიობას გაუსვამს ხაზს?

კომპანიის დამფუძნებელ მაკოს 2020 წელს დაებადა იდეა საპნის წარმოებაზე. საპონი არის ის, რაც თითოეულ ადამიანს სჭირდება ყოველდღიურობაში. საპნის წარმოება იმდენად ფართო სფეროა, რომ შეგიძლია ნებისმიერი გემოვნების ადამიანს მოარგო. ნებისმიერი კანის ტიპს.

როგორც მაკო ამბობს, პროდუქტებმა თავიდანვე დაიმსახურა დიდი ინტერესი და მოწონება საზოგადოებაში, რამაც მისცა სტიმული, გაეზარდა  წარმოება ქალისა და მამაკაცის ხაზზე.  საქართველოში დიდი კონკურენციაა ქალის თავის მოვლის საშუალებებზე, თუმცა ELMA-ს მამაკაცის ხაზი ერთ-ერთი უკონკურენტოა და მომხმარებელზე 100%-ით არის მორგებული.

ამ ეტაპზე კომპანია ELMA  აწარმოებს ქალისა და მამაკაცის ხაზის მიმართულებით 100-მდე დასახელების პროდუქტს. როგორიც არის :სახის მოვლა, თმის მოვლა, ტანის მოვლა, მამაკაცის წვერის მოვლა, 100%-ით ნატურალური აქსესუარები, სასაჩუქრე ბოქსები   და სხვა. მომხმარებელს შეუძლია საკუთარი გემოვნებით შექმნას სასურველი სასაჩუქრე ნაკრები, რაც ELMA-სა და მომხმარებლებს კიდევ უფრო აკავშირებს ერთმანეთთან.

Cart

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.