კომპანია Infinity ციფრული მარკეტინგული სააგენტოა, რომელიც 7 წელია მომხმარებელს ციფრული მარკეტინგის მიმართულებით სრულ სერვისს სთავაზობს.

სერვისებს შორის არის : სოციალური სერვისის მართვა, ვებგვერდის დამზადება, ფოტო-ვიდეო გადაღება, სიოპტიმიზაცია, კონტექსტური რეკლამის მართვა, ვიდეო მონტაჟი, ანიმაციური ვიდეოს აწყობა, და ვიდეოპროდაქშენი.

კომპანია ამ დროისთვის მოღვაწეობს როგორც ქართულ ისე უცხოურ კომპანიებთან. ქართულ კომპანიებს შორის არის : კულტურის სამინისტრო, თეკა, ბურგერ ბარი და სხვა.

მიუხედავად პროექტების მრავალფეროვნებისა კომპანიის ხელმძღვანელი, ედგარ აკოფოვმა Geobusinessnews-თან საუბრის დროს ,კულტურის სამინისტროს პროექტი გამოჰყო:
,, ჩვენთვის გამორჩეულ პროექტებს შორის არის კულტურის სამინისტროს პროექტი – «ჯორჯიან მოზაიკი». პროექტის ფარგლებში ყველა საქართველოში არსებულ მოზაიკას ერთ სივრცეში მოვუყარეთ თავი. შევქმენით პლათფორმა, IOS და ანდროიდ მომხმარებლებისთვის. ასევე, შეიქმნა ვებსაიტი, რაც უადვილებს ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს მოძებნოს მოზაიკა, მის შესახებ ინფორმაცია და ადგილმდებარეობა»

რაც შეეხება საერთაშორისო ასპარეზს, INFINITY ამ დროისთვის თანამშრომლობს პოლონეთის, ესპანეთის, უკრაინის, სომხეთისა და სხვა ქვეყნების კომპანიებთან. თუმცა ედგარის თქმით, კომპანიის სამომავლო გეგმებში საერთაშორისო ბაზარზე უფრო აქტიურად გასვლა იგეგმება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თითოეულ პროექტში ჩართულია INFINITY-ის გუნდი, რომელიც ახალგაზრდა, ენერგიული თანამშრომლებისგან შედგება. მათი ნაწილი ოფისიდან, ხოლო ნაწილი დისტანციურად მათთვის მოქნილი გრაფიკით მუშაობს.

INFINITY-ის გუნდში არიან პროგრამისტები, ქოფირაითერები და მოუშენდიზაინერები, თუმცა სამომავლოდ სერვისების დამატებასთან ერთად გუნდის გაზრდაც იგეგმება.

Cart

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.