საჯომარდო ბანაკი მდებარეობს თბილისთან ახლოს, დაბა ფასანაურში. ბანაკს შეგიძლიათ ეწვიოთ, როგორც საჯომარდოდ, ასევე განსატვირთად. ჩვენ ბანაკში დაგხვდებათ კომფორტულად მოწყობილი ბარბექიუ სივრცე, მშვიდი და მყუდრო გარემო, შესანიშნავი სარელაქსაციო მუსიკა და რაც მთავარია, ულამაზესი ბუნებით ტკბობის საშუალება გექნებათ
გუნდი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სტუმრების უსაფრთხოებას. თითოეული მონაწილე აღჭურვილი იქნება სამაშველო ჟილეტითა და ჩაფხუტით. ნავს გაყვება პროფესიონალი ინსტრუქტორი, რომელიც გასვლის წინ ინსტრუქტაჟს ჩაგიტარებთ და მსვლელობის განმავლობაში იზრუნებს თქვენს უსაფრთხოებაზე